სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს პარაკლისს აღავლენს.
პარაკლისი 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე აღევლინება.
საზეიმო პარაკლისს პატრიარქი 17:00 საათზე დაიწყებს.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალ-ალ-ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.