logo_geo
eng_logo
დიმიტრი მედვედევი: სირიაში ხელისუფლება პოლიტიკური გზით უნდა შეიცვალოს
- +

6 ნოემბერი. 2016. 16:35


 

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიაში ხელისუფლება პოლიტიკური გზით უნდა შეიცვალოს.


მისი თქმით, ეს ერთადერთი ლეგიტიმური გზაა, რომლის შემდეგ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი თანამდებობას დატოვებს. იქამდე კი „ასადი ერთადერთი ლეგალურად მოქმედი ხელისუფლების ორგანოა სირიაში".



ბაშარ ასადის მიმართ შესაძლოა, განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდეს: ვიღაცას ის უყვას, ვიღაცას - არა. საკითხი ამაში არ მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ ასადი ლეგიტიმური პრეზიდენტია", - განაცხადა მედვედევმა.



მედვედევი ასევე არ გამორიცხავს მიმდინარე მოლაპარაკებისას სრულიად ახალ ხელისუფლებაზე შეთანხმდნენ ასადის გარეშე.



ახალი პოლიტიკური კონსტრუქცია უნდა გამოჩნდეს. იქნება თუ არა მასში მოქმედი პრეზიდენტის ადგილი თუ ვინმე სხვისი, ჩვენ არ ვიცით. ეს ჩვენი საქმე არ არის, თავად სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ.

ამის მიუხედევად, ასადისთვის სამხედრო დახმარების გაწევა რუსეთის ეროვნულ ინტერესებში შედის. ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner