logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ყველა ჩემს თაობელს და არა მარტო მათ!
- +

6 ნოემბერი. 2016. 17:10



ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ყველა ჩემს თაობელს და არა მარტო მათ!!!

 

ჩემებო, ჩემო თაობელებო! გაიხსენეთ რა, ჩვენი ბავშვობის წიგნებში ილუსტრაციები რომ იყო - ოჯახი, მაგიდასთან სხედან დედ-მამა, ბავშვები, სათვალიანი ბაბუა გაზეთს კითხულობს, ფაშფაშა, წინსაფრიანი ბებია ფეხზე დგას და მაგიდაზე ხილს თუ რაღაც სასუსნავს აწვდის ბავშვებს... მაშინ ფერადი ილუსტრირებული გამოცემებით განებივრებულები არ ვიყავით, მაგრამ ამ შავ-თეთრი წიგნებიდან ყველა ფერით სითბო და სიყვარული ისწავლებოდა, ყოველი შემთხვევისთვის, ვიცოდით, რომ მოხუცები სამაგალითონი და პატივსაცემები იყვნენ, უფროსი უფროსი იყო და უმცროსი - უმცროსი... აბა, გაგებედა და ფეხზე არ ამდგარიყავი, როცა ოთახში მეზობელი ან ვინმე სტუმარი შემოვიდოდა... რა იყო ეს, დრომოჭმული ტრადიციის გაგრძელება თუ ბავშვის უფლებების დარღვევა, რომელსაც როცა უნდა მაშინ ადგება და დაჯდება.. კიი, სხვაც ბევრი ისწავლებოდა - ქუდი რომ უნდა მოგეხადა შენობაში, უფროსისთვის წინ არ გადაგერბინა, ადგილი დაგეთმო ქალისთვის, ქუჩაზე უნდა გადაგეყვანა მოხუცი, ვიცოდით, რომ ცოლი ქალი იყო და ქმარი -კაცი, კი, ასე იყო, ასე ვკითხულობდით, ასე ვნახულობდით ფილმებში და ასე ვიზრდებოდით, თორემ სადღაც თავისთვის მახინჯს და უბედურს რა გამოლევდა... დიახ, ხშირად ყველა სიმახინჯე მახინჯი აგიტაციის ბრალი მგონია და კიდევ იმისი, რასაც ყურს, თვალს და გრძნობას აჩვევენ... განადგურებული ვარ იმითი, რაც ამ დღეებში თემქაზე მოხდა... არ მგონია ბნელი და უკუნის შედეგი, როცა ბავშვი ტირის შვლის ნუკრის ნაამბობს რომ წაუკითხავ და არც ის მგონია დასაძრახი, სამშობლოს ხსენებაზე გული რომ აუჩქარდება, კინოში რომ არ წავა იმ მიზეზით, რომ ბებია ელოდება თმების დასავარცხნად... რა ვქნათ, რა ჯანდაბაა, სად მივექანებით?" - წერს ნინო კვაჭანტირაძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner