ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ნაწილი სიცილიის აღმოსავლეთით, კატანიას პორტში გადაიყვანეს. სამაშველო გემის ბორტზე 800-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 16 სხვადასხვა ოპერაციის დროს გადაარჩინეს. არალეგალები, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას რეზინის ნავებით ცდილობდნენ.
მათ დასახვედრად პორტში დროებითი ცენტრი მოაწყვეს. იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, ბოლო 24 საათში მათ წყალში 10 ცხედარი იპოვეს, 2 200-ზე მეტი ადამიანი კი გადაარჩინეს.