logo_geo
eng_logo
ანზორ მაისურაძე: ისევ გამოჩნდება კომპრომატები...
- +

19 მარტი. 2016. 13:56


„დარწმუნებული ვარ, ამ ფირების ასლები მართლაც არსებობს და, თუ მთლიანად არა, დიდი ნაწილი მაინც გატანილია ქვეყნიდან", - ამის შესახებ უშიშროების გენერალ-მაიორმა ანზორ მაისურაძეწინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერებს ფირებზე ასახული ადამიანების დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში ვითარების ასარევად და დესტაბილიზაციის გამოსაწვევად გამოიყენებენ.

 

 

„შეიძლება ითქვას, რომ, როგორც დამარცხებული ფაშისტური კასტისთვის, რომელიც გერმანიიდან არგენტინაში გაიძურწა, პარტიული ფული არსებობისთვის აუცილებელი კაპიტალი იყო, ასეთივე პარტიულ კაპიტალად განიხილება „ნაცებისთვის" ის ფარული ჩანაწერები, რომლებზეც ვლაპარაკობთ.



გამორიცხული არ არის, მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაყოვნებული მოქმედების ბომბს აუფეთქებენ სპეცსამსახურებში აპრობირებული სქემით: დღევანდელი ხელისუფლების ყველა შტოში საკმაო რაოდენობით, დაახლოებით მესამედი, არიან ყოფილების ერთგულებით გამორჩეული მოსამსახურენი, რომლებზეც მერაბიშვილის სპეცსამსახურებს შედგენილი ჰქონდათ მაკომპრომეტირებელი მასალები. ამ მასალებს გაააქტიურებენ მასმედიის საშუალებით, რომელთა სიმცირეს არ უჩივიან კოჰაბიტირებით რეანიმირებული სახელმწიფო დამნაშავენი.


ტელეეკრანებზე, ინტერნეტში გამოჩნდება იმგვარი „ტელეკომპრები", რომელთა მხოლობითმა რიცხვმა, ანუ ერთადერთმა ფაქტმა ასე ააღელვა საზოგადოებრივი აზრი ამ დღეების განმავლობაში.

 

ეს ერთი ვარიანტი.

 

მეორე. ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ განხორციელდება მუქარა-დაშანტაჟების ღონისძიებები, რომლებშიც იგულისხმება ნაციონალური ხელისუფლების კანდიდატების მხარდაჭერის მოთხოვნა სხვადასხვა ფორმით _ აქციებით, გამოსვლებით, მიტინგებით, „ოცნების" საწინააღმდეგო დემარშებით ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში. ყველა იმ საშუალებით, რომლებიც ინფორმაციულ ომში იგულისხმება და ასე „მშობლიური" გახდა „კმარას" პერიოდიდან და რომელმაც ცრუ-ლიბერალები და ცრუ-დემოკრატები მოიყვანა ხელისუფლების სათავეში.



თუ უარს იტყვიან დამშანტაჟებლების მოთხოვნაზე, მაკომპრომეტებელი ფაქტებით გაჯერდება მასმედია. თქვენ შეგიძლიათ დამარწმუნოთ, რომ ასეთ ხაფანგში მოხვედრილთაგან ვინმე დათანხმდება ბოლო ვარიანტს?", - განაცხადა მაისურაძემ.



მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ „Youtube"-ზე  ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. „ეს უეჭველია. ერთი კერძო პოლიტიკოსი, რომელიც კარგა ხანია, საქმეს ჩამოაცილეს, სახელმწიფოს ფუნქციონირების რაიმე დაბრკოლების შემქმნელი ვერ იქნებოდა. „მხილების" აქტი ოპოზიციური პარტიების დასაშინებლადაც არის გამიზნული, ბიჭები და გოგოები გააფრთხილეს, - დათმობთ ოპოზიციონერობას, ყველას  გაგიხსენებთ ცოდვებსო", - განაცხადა მაისურაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner