logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: არ დაემსგავსოთ წინამორბედ "სკლეროტიკ რჩეულებს!"
- +

6 ნოემბერი. 2016. 20:45


 



ახალი პარლამენტის ახალი უმრავლესობის მთავარი იმედი ახალი სახეებია", - ამის შესახებ ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური facebook-ზე წერს.


მისი მოსაზრებით, სწორედ ახალ სახეებზეა დამოკიდებული ქართული პოლიტიკის, ქვეყნისა და პირადად მათი იმიჯის მომავალიც.


დეპუტატობა პატივი კი არა, პასუხისმგებლობაა როგორც სივრცეში, ასევე დროში. თქვენი მოქმედება ან უმოქმედობა განსაზღვრავს ახლა სხვადასხვა საქმეზე მოფუსფუსე, სახლში მყოფ, ასაკიანთა თუ ბავშვთა, განათლებულთა და გაუნათლებელთა, მომხრეთა და კრიტიკოსთა, ოპტიმისტებისა და პესიმისტების, ყველანაირი მოქალაქის ბედს. ეს არ დაგავიწყდეთ, თანამდებობებმა გულმავიწყობა იცის და ეცადეთ, არ დაემსგავსოთ წინამორბედ "სკლეროტიკ რჩეულებს". ხალხზე პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული და ამიტომაც წარმატებები თქვენ და საქართველოს!", - წერს უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner