logo_geo
eng_logo
ირაკლი პეტრიაშვილი: პირუტყვს არ მოექცევა ადამიანი ისე, როგორც ჩინური კომპანია იქ დასაქმებულ ადამიანებს ექცევა
- +

6 ნოემბერი. 2016. 21:32



საქართველოს რკინიგზა ხელმომწერია ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტისა, რომლითაც სხვადასხვა პირობები რეგულირდება, - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გადაცემა 2030-ში.


ჩვენ შევძელით და ეს გასაიდუმლოებული კონტრაქტი მოვიპოვეთ. საქართველოს რკინიგზას იმაში არ ვადანაშაულებთ, თუ რატომ გააფორმა კონტრაქტი ამ კომაპანიასთან. რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ სცოდნოდათ, რომ ამ კომპანიის მენეჯმენტში კანიბალები იყვნენ, მაგრამ კონტრაქტში წერია, რომ შრომით სტანდარტებთან, უსაფრთხოებასთან,  კონტრაქტებთან და ხელფასებთან დაკავშირებით ჩინური კომპანია ვალდებულია, საქართველოში არსებული კანონმდებლობა დაიცვას. ამას მონიტორინგს საქართველოს რკინიგზა უწევს და კონტრაქტში საუბარია იმაზეც, რომ თუ დარღვევები იქნება, კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმი" მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, სამწუხაროდ, იქ დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს შრომის შუასაუკუნეობრივი ნორმები და სტანდარტები აქვთ.


წახალისება ეთნიკური ნიშნით ხდება და ეთნიკური ქართველები რბილად რომ ვთქვათ, არაპრივილეგირებულ ვითარებაში არიან. მეორე მხრივ, ირღვევა ქართული კანონმდებლობა და ის შინაგანაწესი, რაც BP-თანამშრომლებისთვის აქვს შემუშავებული - ასოცირების თავისუფლება, პროფკავშირის შექმნის უფლება, ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ. ადამიანებს პროფკავშირებში გაწევრიანების გამო დევნიან, აშანტაჟებენ და სამსახურიდან ათავისუფლებენ. ეს ყველაფერი BP-იმიჯს ლახავს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანულ პროფკავშირებს და „გლობალ ინდუსტრიალს", - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.


როგორც მან აღნიშნა, ადამიანი პირუტყვს არ მოექცევა ისე, როგორც ჩინური კომპანია იქ დასაქმებუილ ადამიანებს ექცევა, რაც ბოლო ინციდენტმაც დაადასტურა, რომ მათ შრომის კი არა, სიცოცხლის უფლებაც არაფრად მიაჩნიათ.


„BP-მიერ ხელის თურქი კონტრაქტორებისკენ გაშვერა მის იმიჯს ნამდვილად არ აკეთილშობილებს და პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ისევე - როგორც სოფელ ზვარეში ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით მთლიანად სახელმწიფო და ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ საკანონმდებლო სივრცის დაცვაზე, რაც ქვეყანას აქვს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.


პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ  ჩინური კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტყუილი უწოდა.


„ეჭვი მეპარება, ამ განცხადების დამწერს ისეთივე შეგნება ჰქონდეს, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეს ტუტუცური ტყუილია. წარმოუდგენელია, დაზარალებული იყოს ჩინელი მუშა, რადგან ისინი შეიარაღებული იყვნენ. ეს არ ყოფილა ჩინელ და ქართველ მუშებს შორის კონფლიქტი. ამ ყველაფერს ჩინელი დამსაქმებლები ხელმძღვანელობდნენ, იქ დასაქმებულ ჩინეთის მოქალაქეებს თავად აიარაღებდნენ და თავდასხმისკენ მოუწოდებდნენ. ჩვენ გადაღებული გვაქვს კადრები, თუ როგორ არიან შეიარაღებული ისინი, რიგებად როგორ დგანან, თითქოს გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ  და დამსაქმებლები ბელადივით როგორ მოუწოდებენ. აქეთ კი დგანან აბსოლუტურად უიარაღო ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც თავდასხმის არანაირი მოლოდინი არ ჰქონდათ", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner