logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული!
- +

6 ნოემბერი. 2016. 22:03




პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე წარდგენილი გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო თანამდებობებზე  წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.


როგორც ვოლსკიმ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ორი კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურებსა და საპარლამენტო ფრაქციების შექმნის საკითხზე პარტია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.


რომელიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ ყოფილა, რადგან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. საუკეთესო, ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

 

რამდენიმე გადაწყვეტილება ამ დღეებში ჩამოყალიბდება,  საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული ორ კომიტეტთან დაკავშირებით,  ერთი არის სპორტისა და ახალგაზრდობის  და მეორე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციები",- აღნიშნა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner