„NATO ხედავს რუსეთს, რომელიც მზად არის სამხედრო ძალა მისი მეზობლების უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენებრგი აღნიშნავს, რომ ამჟამად რუსეთი NATO -ს წევრებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.
„მე ვხედავ საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებულ რუსეთს, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო პოტენციალი. სწორედ ამიტომ NATO -მ კოლექტიური თავდაცვა ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად გააძლიერა და ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ძალების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ NATO -ს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა გავასამმაგეთ, გავზარდეთ 40 ათას სამხედრომდე და ჩამოვაყალიბეთ გაერთიანებული ოპერატიული ძალები. ჩვენ მზად ვართ, ჯარები ძალიან მოკლე ვადებში განვალაგოთ. ჩვენ NATO -ს რომელიმე მოკავშირის წინაშე უშუალო საფრთხეს არ ვხედავთ, თუმცა ვხედავთ რუსეთს, რომელიც მზად არის, სამხედრო ძალა მეზობლების - უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს", - განაცხადა იენს სტოლყენებრგმა.