logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვდება
- +

19 მარტი. 2016. 14:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე გაიმართება.


ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრს უკვე მეორედ ხვდება. იანვარში გამართული პირველი შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner