logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: არც ის მინდა, ვარძიის უნიკალური ქვაბებიდან "ფეჩის ტრუბები" იმზირებოდეს
- +

7 ნოემბერი. 2016. 01:36



ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის  შემდეგ დაწყებული რესტავრაციის შესახებ წერს:


არ მინდა ერთი უკუდურესობიდან მეორეში გადავარდეთ, არ მინდა ვარძია გამოვშიგნოთ სულიერებისაგან და არც ის მინდა რომ იგი მხოლოდ სასულიერო მოღვაწეთა განკარგვის ობიექტი იყოს, არ მინდა ვარძიაში ლოცვა არ ისმოდეს , მაგრამ არც ის მინდა რომ მისი უნიკალური ქვაბებიდან "ფეჩის ტრუბები" იმზირებოდეს.

 

ასე, რომ საჭიროა დაჯდომა და მოლაპარაკების დაწყება, არ შეიძლება ტურისტს მღვდელი ისტორიულ ძეგლზე არ უშვებდეს ჩაცმულობის გამო, ფოტოების გადაღების ნებას არ აძლევდეს,  ამიტომ მოდით განვსაზღვროთ რა ტერიტორიაზე ვრცელდება ვარძიაში სასულიერო მოღვაწეთა უფლებები და სად იწყება სპეციალისტთა, რესტავრატორთა და ძეგლის დამცველთა კომპეტენცია.

 

თუ სპეციალისტები ჩათვლიან და თვლიან უკვე რომ პარაფინიანი სანთელი და ქვაბებში ყოფაცხოვრება აზიანებს უნიკალურ ფრესკებს, რა პრობლემაა სასულიერო მოღვაწეებმა გადაინაცვლონ გვერდით ქვაბებში, რომლებიც არაა ფრესკებით დამშვენებული, მხატვრულად მორთული, ამით არაფერი დაშავდება.  ვარძიაში არც სულიერი ცხოვრება შეწყდება და არც ძეგლის განადგურების საფრთხე იქნება

 

და კიდევ ერთი, ჩემის აზრით,  ძალიან მნიშვნელოვანი,  ამას ვამბობ როგორც ეკლესიის გულშემატკივარი და არა მოწინააღმდეგე.  იმედი მაქვს რომ ჩვენი დედა ეკლესია გამოთქვამს სურვილს და მთლიანად დააფინანსებს იმ სარესტავრაციო პროცესს,  რომელიც გუშინ ვარძიაში დაიწყო,  ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება",-წერს კალანდია.



ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 1 ნოემბერს, გვიან ღამით ცეცხლი გაჩნდა. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner