logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: ძალიან მომწონს მე ეს კაცი, უმაგრესი ტიპია!
- +

7 ნოემბერი. 2016. 03:03



ჟურნალისტი ინგა გრიგოლია განათლების მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ მშობლეთა კრების ფორმატი მოძველებულია:


დიახ!!! სრულიად ვეთანხმები - ეს კოლექტიური შეფასებები და სხვა ბავშვების პლუსებსა და მინუსებზე 20 მშობლის თანდასწრებით საუბარი ბავშვობიდან მთრგუნავდა და მამწარებდა. საყოველთაო ჭორაობის საგნად რომ გვაქცევდნენ ხოლმე ბავშვებს და უკვე მერე, ჩვენს შვილებს მშობელთა კრებებზე. ძალიან მომწონს მე ეს კაცი, განათლების მინისტრი. უმაგრესი ტიპია. პრაქტიკულად, ყველაფერში ვეთანხმები, რასაც ამბობს ხოლმე", - წერს გრიგოლია.

 

 

მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა, ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.


მისი თქმით, მშობლებთან მუშაობაა გასაძლიერებელი. "მოგეხსენებათ, რომ მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა. თქვენ, როგორც საუკეთესო პედაგოგები, სწორედ ამას აკეთებთ და ინდივიდუალურად ისედაც მუშაობთ მშობლებთან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს დავაკანონოთ, შესაბამისად, ეს საათების და კრედიტების წყარო გახდეს. მშობლებთან დამატებითი მუშაობაც ნებაყოფლობითია", - განაცხადა ჯეჯელავამ.


მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგების სოციალური საქმიანობა და ყველაფერი ის, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. "სკოლა მხოლოდ სწავლის ინსრუმენტი არ არის, სკოლა პირველ რიგში არის აღზრდის ინსტრუმენი. როგორი პრემიერი და განათლების მინისტრები იქნებიან, ეს თქვენს ხელშია.

 

პედაგოგი, რომელიც თავის მოსწავლეს ახარჯავს დროს პატრიოტული, ისტორიული, ქართული, სიღრმისეული მიმართულებით განვითარებისთვის, თუნდაც საზოგადოებრივ საკითხებზე, ან გნებავთ პოლიტიკურ, დემოკრატიის, ევრონტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ჩვენ ვაპირებთ, რომ ესეც გავხადოთ კრედიტების წყარო", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა.


"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ბავშვებს არ ყოფნით სტანდარტული საათები. ყველა პედაგოგი, აქაც ნებაყოფლობით, ვინც დამატებით საათებს ჩაატარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ესეც იქნება კრედიტების წყარო", -აღნიშნა ჯეჯელავამ.


მისივე თქმით, საბოლოო მიზანია შეიქმნას სისტემა, სადაც თითოეული მასწავლებელი გადაწყვეტს, ყოველწლიურად რა გზას დაადგეს და რა მიმართულება აირჩიოს თავისი პროფესიული განვითარებისთვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner