„BBC"-ის ცნობით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მორიგი აფეთქება მოხდა.
CNN turk- ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
აფეთქება ტურისტებით ხალხმრავალ ადგილას, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და კაფე-ბარებით. ადგილზე სასწრაფოდ დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.