logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ვარძიაში არც სულიერი ცხოვრება შეწყდება და არც ძეგლის განადგურების საფრთხე იქნება!
- +

7 ნოემბერი. 2016. 10:50



ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკების რესტავრაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„დღევანდელ გადაცემებში ალბათ იქნება ჩემი პოზიცია, მაგრამ აქაც გავიმეორებ! არ მინდა, ერთი უკუდურესობიდან მეორეში გადავვარდეთ! არ მინდა, ვარძია გამოვშიგნოთ სულიერებისაგან და არც ის მინდა, რომ იგი მხოლოდ სასულიერო მოღვაწეთა განკარგვის ობიექტი იყოს, არ მინდა, ვარძიაში ლოცვა არ ისმოდეს, მაგრამ არც ის მინდა, რომ მისი უნიკალური ქვაბებიდან „ფეჩის ტრუბები" იმზირებოდეს! ასე რომ, საჭიროა დაჯდომა და მოლაპარაკების დაწყება, არ შეიძლება, ტურისტს მღვდელი ისტორიულ ძეგლზე არ უშვებდეს ჩაცმულობის გამო, ფოტოების გადაღების ნებას არ აძლევდეს! ამიტომ მოდით, განვსაზღვროთ, რა ტერიტორიაზე ვრცელდება ვარძიაში სასულიერო მოღვაწეთა უფლებები და სად იწყება სპეციალისტთა, რესტავრატორთა და ძეგლის დამცველთა კომპეტენცია! თუ სპეციალისტები ჩათვლიან და თვლიან უკვე, რომ პარაფინიანი სანთელი და ქვაბებში ყოფა-ცხოვრება აზიანებს უნიკალურ ფრესკებს, რა პრობლემაა, სასულიერო მოღვაწეებმა გადაინაცვლონ გვერდით ქვაბებში, რომლებიც არაა ფრესკებით დამშვენებული, მხატვრულად მორთული, ამით არაფერი დაშავდება! ვარძიაში არც სულიერი ცხოვრება შეწყდება და არც ძეგლის განადგურების საფრთხე იქნება! და კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი! ამას ვამბობ როგორც ეკლესიის გულშემატკივარი და არა მოწინააღმდეგე! იმედი მაქვს, რომ ჩვენი დედა-ეკლესია გამოთქვამს სურვილს და მთლიანად დააფინანსებს იმ სარესტავრაციო პროცესს, რომელიც გუშინ ვარძიაში დაიწყო! ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება!" - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner