ჯოშ ჩიგანიკი აშშ-ის რკინიგზის ინსპექტორია, რომელმაც შემთხვევით ნახა, თუ როგორ აბუჩად იგდებდნენ ახაგაზრდები მოხუცი მოქალაქის სახლს. მან გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა მოხუც ადამიანს.
რკინიგზის ინსპექტორმა გაიგონა ბავშვების ნათქვამი: „შეხედეთ ამ ნაგავ სახლს, ჩვენ ის უნდა დავწვათ".
ჯოშმა კი სთხოვა თავის facebook-მეგობრებს, რომ სახლის განახლებაში დახმარებოდნენ.
თანადგომამ კი უდიდესი მასშტაბი შეიძინა. მოხალისეები ჩამოვიდნენ ტექსასიდან, ვაშინგტონიდან და კალიფორნიიდან.
95-ზე მეტი მოხალისე მოვიდა, ისინი აღტაცებული და ბედნიერი იყვნენ, რომ დახმარება შეეძლოთ.
„მე გმირი არ ვარ. მე პატივს ვცემ მოხუც ადამიანებს, ბედნიერებაა, როცა ეხმარები ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება", - ამბობს ჯოში.
აი, საბოლოო შედეგიც:
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სამყარო სწორედ ისეთ კეთილ ადამიანებზე დგას, როგორიც ჯოშია.