„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა კამპანია „ეს შენ გეხებას" აქციაზე განაცხადა, რომ აქციაზე მივიდა, რათა გააპროტესტოს ის სიბინძურე, რომლის ტერორის მსხვერპლიც გახდა საზოგადოება.
„მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ის სიბინძურე, რომლის ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი საზოგადოება და კონკრეტული ადამიანები. ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება და ამიტომაც ვისაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა წავიდეს ევროპული გზით, იყოს ადამიანებს შორის ცივილიზებული ურთიერთობა და არა საბჭოთა წუმპეში დარჩეს საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხმა, ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ მიუხედავად პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და დავამარცხოთ ის სიბინძურე, რომელიც უბრალოდ დანაშაულს სცდება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.