7 ნოემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ესეების კრებულის „XXI ქართული ესე" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა „კალმოსანის" მხარდაჭერით გამოიცა.
„XXI ქართული ესე" 21 ქართველი ავტორის ნაწარმოებს აერთიანებს. კრებულის ავტორები არიან:
გივი ალხაზიშვილი, მიხეილ ანთაძე, დიანა ანფიმიადი, გიორგი ბარამიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბრეგაძე, ნაირა გელაშვილი, ლექსო დორეული, გია ეძგვერაძე, გიგი თევზაძე, შოთა იათაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ვახუშტი მენაბდე, ნანა ტრაპაიძე, ნათია ფანჯიკიძე, ზაზა ფირალიშვილი, პაატა ქურდაძე, მერაბ ღაღანიძე, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, პაატა შამუგია და მალხაზ ხარბედია.
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.