logo_geo
eng_logo
მოშუშული ქათამი ესპანურად
- +

7 ნოემბერი. 2016. 12:12



თუ ესპანური სამზარეულო გიყვართ, სცადეთ და ეს კერძი მოამზადეთ.



ინგრედიენტები:


1 ც. ბულგარული წიწაკა

2 ც. ხახვი

3 კბილი ნიორი

1.2 კგ ქათამი

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

2 ჩ/კ პაპრიკა

200 გ ბრინჯი

175 მლ თეთრი მშრალი ღვინო

425 გრ კონსერვირებული პომიდორი

450 მლ ბოსტნეულის ბულიონი

1 დაფნის ფოთოლი

75 გრ ზეთისხილი

მწვანილი, შავი დაფქული პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:


გარეცხეთ წიწაკა და მას მარცვლები მოაშორეთ. გაფცქვენით ხახვი. დაჭერით ბოსტნეული კუბიკებად (1 х 1 სმ). ნიორი დააქუცმაცეთ.


ქათამი გარეცხეთ და გააშრეთ, დაჭერით 8 ნაწილად. მოაყარეთ მას მარილი და პილპილი. ღრმა ტაფაში ზეითუნის ზეთი გააცხელეთ. შეწვით ქათმის ნაჭრები - ქათამი ოქროსფერი უნდა გახდეს. ამის შემდეგ ნაჭრები სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. ტაფაში დაამატეთ ცოტა ზეთი და შეწვით ხახვი, ნიორი და წიწაკა საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ტკბილი პაპრიკა და ბრინჯი. შეწვით ინგრედიენტები რამდენიმე წამის განმავლობაში, მასას სწრაფად მოურიეთ და დაამატეთ ღვინო. მოშუშეთ ბრინჯი 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ პომიდორი, დაფნის ფოთოლი, ბულიონი და ხარშეთ ადუღებამდე. თუ ახალ პომიდორს იყენებთ, მას კანი მოაშორეთ.


ბრინჯზე ქათმის ნაჭრები გადაიტანეთ. ტაფას ალუმინის ფოლგა ან თავსახური დააფარეთ და ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, ქვედა თაროზე გადაიტანეთ. ამზადეთ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. მზა კერძს დაუმატეთ დაქუცმაცებული ზეთისხილი, მწვანილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კერძი კიდევ 5 წუთით გამორთულ ღუმელში დატოვეთ.


გემრიელად მიირთვით!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner