თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100 დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობის წარდგენისას განაცხადა, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახურში ახალწვეულების ანაზღაურება გაიზარდება 50 ლარამდე და მათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო-სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა, კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები",- განაცხადა ლევან იზორიამ.
სავალდებულო-სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი დღემდე თვეში 7 ლარს შეადგენდა და წელიწადში 2 უქმე დღით სარგებლობდნენ.