logo_geo
eng_logo
სავალდებულო-სამხედრო სამსახურში ახალწვეულების ანაზღაურება გაიზრდება
- +

7 ნოემბერი. 2016. 12:55



თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100 დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობის წარდგენისას განაცხადა, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახურში ახალწვეულების ანაზღაურება გაიზარდება 50 ლარამდე და მათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.



მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო-სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა, კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები",- განაცხადა ლევან იზორიამ.



სავალდებულო-სამხედრო  მოსამსახურეების ხელფასი დღემდე თვეში 7 ლარს შეადგენდა და წელიწადში 2 უქმე დღით სარგებლობდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner