logo_geo
eng_logo
„ეს შენ გეხება“ - რა მოთხოვნები აქვთ აქციის ორგანიზატორებს
- +

19 მარტი. 2016. 14:50


აქცია თბილისში, ფილარმონიასთან - კამპანიაში „ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ.


აქციის მონაწილეებს ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, მათი სურვილია, გამოძიებაში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს.



აქციის მონაწილეები მოქალაქეებს და ასევე პოლიტიკოსებს აქციაზე მისვლას მოუწოდებენ. ამავე სახელწოდების აქციები თბილისის გარდა თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში იმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner