შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ტემპი არ დაგვიგდია. თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.