logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუა: წლის ბოლომდე ლარი 2.33 ნიშნულამდე გამყარდება
- +

7 ნოემბერი. 2016. 13:09




ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით, ლარი წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს და მისი ნიშნული, 2.33-2.34-მდე შენარჩუნდება.



საქართელოში ტურიზმის თვალსაზრისით, ასევე იმპორტის და ექსპორტის კუთხით მდგომარეობა პოზიტიურია, ამიტომ, ეროვნული ვალუტის ირგვლივ ატეხილი პანიკა უსაფუძვლია.


ყველა ფუნდამენტური ფაქტორი მიუთითებს, რომ ლარს ეკონომიკური პრობლემა არ აქვს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო საუკეთესოდ შეფასდა და 137 ადგილიდან მსოფლიოში მე-40 ადგილზე ვართ. ძალიან სერიოზული პროგრესი განვიცადეთ. წლის ბოლოსთვის ლარის ნიშნული, როგორც, ამას სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, 2.33-მდე გამყარდება", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner