ავტორი ნინო ჯიბუტი
მსახიობი ლალი ბადურაშვილი „რეპორტიორთან" პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გასაჯაროებაზე საუბრისას აცხადებს, რომ დიდი მჯელობა არ სჭირდება იმას, რომ ამ დანაშაულის უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას!
„რა დიდი მსჯელობა და პოლიტიკური აზროვნება სჭირდება იმას, რომ არეულობა დღეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს... ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ. აქ იმაზე არ არის საუბარი, მთავრობა კარგია თუ ცუდი. აქ საუბარია, რომ არჩევნებამდე მისვლა მხოლოდ მთავრობის ინტერესებშია, დესტაბილიზაციის მოწყობა კი „ნაციონალების" აწყობთ. ყველაფერს მოედნენ, უნივერსიტეტშიც სურდათ აჯანყება, თუმცა, ხალხი ვერაფერით აიყოლიეს. მაგათივე გადაღებულია ეს კადრები, ჩემი და თქვენი გადაღებული ხომ არ არის? - „ნაციონალებს" სურთ, ხალხი მთავრობის წინააღმდეგ ნეგატიურად განაწყონ.
„ნაციონალურ მოძრაობას" გიჟის მეტი დღეს ვინ მოიყვანს მთავრობაში? - სადღაც 4-5% ჰყავთ მხარდამჭერი. ყოფილი პრეზიდენტი რომ გაჰყვიროდა, ყველანი ციხეშიო, 3-მილიონიან ქვეყანას 300 ათასი პრობაციონერი რომ ჰყავდა, ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ცოცხებს, დატერორებებს ვინ დაივიწყებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაული!" - აცხადებს ბადურაშვილი.