ტანსაცმლის ცნობილი საერთაშორისო ბრენდი „H&M" საქართველოში მაღაზიას გახსნის.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მაღაზია 2017 წელს გაიხსნება. დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
2017 წელს კომპანია ასევე გეგმავს მაღაზიების გახსნას კოლუმბიაში, ისლანდიასა და ყაზახეთში.