logo_geo
eng_logo
სამთავრობო შენობების ფასადებზე გარე განათება გამოირთვება
- +

19 მარტი. 2016. 15:25


დედამიწის საათთან დაკავშირებით დღეს, 20:30 საათზე, სამთავრობო შენობებზე, საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებსა და ისტორიული ნაგებობების ფასადებზე გარე განათებები გამოირთვება.



ამავე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გაიმართება ჯგუფის The Wisy კონცერტი და ჩრდილების თეატრის წარმოდგენა. ღონისძიებას დაესწრებიან გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი შომბი შარპი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; თბილისის მერი დავით ნარმანია; CENN აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და WWF კავკასიის რეგიონული დირექტორი გიორგი სანადირაძე.



დედამიწის საათის დროს მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით გამოხატავს თანადგომას ჩვენი პლანეტის მიმართ", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner