საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სანამ კიევი არ გათავისუფლება კორუფციონერებისა და ბანდიტებისგან, მანამდე ოდესას არაფერი ეშველება. არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას. მაგრამ, ახლა ძალიან იმედგაცრუებული და მოტყუებული ვარ. პეტრო პოროშენკო ბევრ რამეს დამპირდა, მაგრამ ასე არ მოხდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.