logo_geo
eng_logo
20 ათასი დოლარი, 100 ათასი ლარი და 1300 ლიტრი საწვავი – ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში
- +

7 ნოემბერი. 2016. 15:14



გაზეთი „პრაიმტაიმი" აქვეყნებს დოკუმენტს, რითაც ირკვევა, რომ ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ საკუთარ 19 წლის ვაჟს „კვარციტში" უპრეცედენტოდ მაღალი ხელფასი დაუნიშნა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ოქმში, რომელიც 2008 წლით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ნიკოლოზ ნაყოფია მამამისმა „კვარციტში" კონსულტანტის თანამდებობაზე გაამწესა ხელზე ასაღები ხელფასით: თვეში 20 ათასი დოლარი და 100 ათასი ლარი, პლუს 1300 ლიტრი საწვავის ლიმიტი. ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კობა ნაყოფიას ვაჟი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი გახლდათ, რომელის გასამრჯელო, საერთო ჯამში, თვეში 200 ათას ლარს აჭარბებდა (თუ საწვავის ღირებულებასაც ჩავთვლით).


აღსანიშნავია, რომ კობა ნაყოფია, „მადენეულისა" და „კვარციტის" მფლობელობის დროსაც და მას შემდეგაც, საწარმოებში დასაქმებული მუშების პერმანენტულ მოთხოვნას ხელფასების მატების შესახებ, „სრულიად არაადეკვატურს" უწოდებდა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner