logo_geo
eng_logo
მეორე მსოფლიო ომის ქრონიკა, ომი ევროპაში, აზიასა და აფრიკაში - ნაწილი 5
- +

19 მარტი. 2016. 15:52

 

 

1. ბრიტანელი ჯარისკაცები ლიბიის პორტ ბარდიას მახლობლად. იტალიელების მიერ ოკუპირებული  ბარდია 20-დღიანი ალყის შემდეგ დანებდა კოალიციის ძალებს. 1941 წლის 5 იანვარი

 

 

 

2. ბრიტანული ბომბდამშენი აღმოსავლეთ აფრიკაში. 1941 წლის 15 მაისი

 

 


3. ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები ბომბავენ სიმაგრე Cupuzzo-ს ლიბიაში. 1940 წლის 21 ივნისი

 

 

 

 

4. ლიბიის საპორტო ქალაქი ტობრუკი კოალიციის შეტევის შემდეგ. 1941 წელი

 

 

 

5. პორტ ბარდიას აღებისას ტყვედ ჩავარდა 38 ათასი იტალიელი სამხედრო, მათ შორის 4 გენერალი. ფოტოზე: იტალიელი ტყვეები ტოვებენ ბარდიას. 1941 წლის 5 თებერვალი

 

 

 

6. ბრიტანეთის ჯავშანტრანსპორტერთა ესკადრონი „ბრუნ კერიერი" ეგვიპტის უდაბნოში მანევრებზე. 1941 წლის იანვარი

 

 

 

7. ტობრუკის შტურმისას ბრიტანული თვითმფრინავიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ იწვის იტალიური კრეისერი „San Giorgio". 1941 წლის 18 თებერვალი

 

 

 

8. იტალიელი ოკუპანტების მიერ განდევნილი ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე ბრუნდება ეთიოპიაში. ფოტოზე: იმპერატორი თარჯიმანთან ერთად. 1941 წლის 19 თებერვალი

 

 

 

9. შოტლანდიელ ფეხოსანთა პოლკი „Cameron Highlanders" და ინდოელი ჯარისკაცები ეგვიპტის პირამიდებთან. 1940 წლის 9 დეკემბერი

 

 

 

10. გერმანიის აფრიკული კორპუსის სარდალი გენერალ-ფელდმარშალი ერვინ რომელი უცნობ გერმანელ ოფიცერთან ერთად ლიბიის უდაბნოში. 1941 წელი

 

 

 

11. გერმანიის საექსპედიციო კორპუსის ტანკი „Panzer IV" ლიბიის უდაბნოში. 1941 წლის 14 აპრილი

 

 

 

12. იაპონური ავიაციის მიერ დაბომბილი ქალაქი ჩუნცინი, ჩინეთი.

დაბომბვა ოთხი დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. 1940 წლის 19 აგვისტო

 

 

 

13. იაპონური ტანკი ჩინეთში. 1941 წლის 30 ივნისი

 

 

 

14. იოკოჰამას სანაპიროსთან მყოფი იაპონიის სამხედრო ფლოტი. 1940 წელი

 

 

 

15. საფრანგეთის კოლონიური ჯარები ტოვებენ ქალაქ ხაიფონს. 1940 წლის 26 სექტემბერი.

ვიშის რეჟიმმა იაპონიის ჯარები საფრანგეთის ინდოჩინეთის ტერიტორიაზე შეუშვა

 

 

 

16. იტალიური ბომბდამშენები ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე. 1941 წლის 9 იანვარი

 

 

 

17. გერმანელი ჯარისკაცები ბერძნულ სოფელში საბერძნეთის ოკუპაციის დროს. 1941 წლის მაისი

 

 

 

18. ლაინერ „ლანკასტრიას" ჩაძირვა. 1940 წლის 3 აგვისტო.

„ლანკასტრიამ", რომელიც საფრანგეთიდან ბრიტანელი სამხედრო და სამოქალაქო პირების ევაკუაციას ახორციელებდა, ბორტზე მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა აიყვანა, დაახლოებით 9 ათასამდე. პორტიდან გასვლიდან 20 წუთში ლაინერი გერმანულმა „იუნკერსმა" დაბომბა, რის შედეგადაც „ლანკასტრია" ჩაიძირა. გადარჩა მხოლოდ 2477 მგზავრი, დანარჩენი 4-5 ათასი ადამიანი დაიღუპა

 

 

 

19. მოძველებული, თუმცა ვარგისი ამერიკული საესკადრო ნაღმოსნები. 1940 წლის 28 აგვისტო.

მოდერნიზაციის შემდეგ ეს ხომალდები, ლენდ-ლიზის გეგმის მიხედვით, გერმანია-იტალიასთან მებრძოლ ბრიტანეთს გადაეცა;

 

 

 

20. ვარშავის ქუჩებში ფაშისტებმა 4-მეტრიანი კედლით გამოყვეს ებრაული გეტო ქალაქის დანარჩენი ნაწილისგან. 1940 წლის 20 დეკემბერი

 

 

 

21. ვარშავის გეტო: ებრაელები დავითისვარსკვლავიანი სამკლაურები უნდა ჰკეთებოდათ  და მხოლოდ ებრაელებისთვის განკუთვნილი ტრამვაით ესარგებლათ. 1941 წლის 17 თებერვალი

 

 

 


იხილეთ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილი:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=541


http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1094


http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1628


http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2275


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner