logo_geo
eng_logo
სასულიერო პირის მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული და ღვთისმსახურების შეჩერებული უფლება
- +

7 ნოემბერი. 2016. 17:02



სასულიერო პირს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, ღვთისმსახურების უფლება შეუჩერდა. საქართველოს საპატრიარქოს ბრძანებულების თანახმად, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მოძღვარს, მამა გიორგი მეგრელიშვილს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის ღვთისმსახურების უფლება შეუწყდა.


შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მეგრელიშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი კვირის წინ დააკავეს. მამა გიორგი მეგრელიშვილი კიდევ ერთ პირთან, ოთარ სანოძესთან ერთად პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აიყვანა.


სამართალდამცველებმა მათი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის ნარკოტიკულ საშუალებაზეა საუბარი.


სასამართლომ მამა გიორგი მეგრელიშვილისა და ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. მამა გიორგის მოსამართლემ 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner