logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ!
- +

19 მარტი. 2016. 15:59


„სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს", - განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გააკეთა:


„ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუმკლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20 ადამიანი. აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:55 საათზე მოხდა, რა დროსაც ქუჩაში შედარებით ნაკლები ადამიანი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner