logo_geo
eng_logo
ედმონდ მინაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი საუკეთესო ნაკრებს ჩამოაყალიბებს
- +

7 ნოემბერი. 2016. 17:03



გულწრფელად მივესალმები ბატონი ირაკლი კობახიძის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე", - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობმა, პროდიუსერმა და პიარმენეჯერმა ედმონდ მინაშვილმა „მარშალპრესს" განუცხადა.


მისი თქმით, კობახიძე ღირსეული და კვალიფიციური კადრია - აკადემიური, პრინციპული, პროფესიონალი, ერთგული და რაც მთავარია, თავმდაბალი, ახალგაზრდა პიროვნება, დიდი მოტივაციით და ენერგიით.


მინაშვილმა სააგენტოსთან პარლამენტის დაკომპლექტებასა და მთავრობის ჩამოყალიბების პროცესზე ისაუბრა.


ასევე, მივესალმები ახალი სახეების გამოჩენას კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობაზე, ახალი თაობა იბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - მეტი ინოვაცია და კრეატიულობა იქნება საკანონმდებლო ორგანოში. არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი, ირინა ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სოფო ქაცარავა, გიორგი კახიანი, აკაკი ზოიძე, ირაკლი აბუსერიძე, ზაზა გაბუნია, ნინო გოგუაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები - ეს ის სახელები და გვარებია, რომლებიც დიდ ნაბიჯს გადადგამენ სწრაფი განვითარებისთვის. ასევე, ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გამოჩენა აღმასრულებელ ხელისულებაში. მჯერა, რომ პრემიერ­მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი საუკეთესო ნაკრებს ჩამოაყალიბებს მომავლის განვითარებისთვის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მომავალი გამარჯვებებისთვის. აშკარაა, რომ ხვალინდელი დღე გუშინდელზე ბევრად უკეთესი იქნება, ზეგ კი - საუკეთესო. წარმატებული და ნათელი დღეები გველოდება წინ, სიკეთე და სიყვარული არ მოაკლდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს საქართველოს", - განაცხადა ედმონდ მინაშვილმა „მარშალპრესთან".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner