logo_geo
eng_logo
სასამართლომ ბრალდებულ ზ. ფეიქრიშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

7 ნოემბერი. 2016. 17:38


 

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზურაბ ფეიქრიშვილი დამნაშავედ  ცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში   სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.



სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში ზურაბ ფეიქრიშვილი და ვასილ ქამხაძე სტუმრად იმყოფებოდნენ თანასოფლელთან, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. მეორე დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე,  კონფლიქტით განაწყენებული ზურაბ ფეიქრიშვილი მივიდა ვასილ ქამხაძის საცხოვრებელ სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების ყელში წაჭერის გზით ვასილ ქამხაძე მოახრჩო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 



სამართალდამცველებმა ზურაბ ფეიქრიშვილი იმავე დღეს ქ. კასპში დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა)  წარედგინა.


გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ფეიქრიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner