თელავში „ერეკლეობას" აღნიშნავენ. ერეკლე მეორეს დაბადების დღეს, თელავი განსაკუთრებული ზეიმით ხვდება, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა ჟანრის მსმენელისთვის მუსიკალური შოუები იმართება, გამოფენილია მხატვრობის, ხალხური რეწვის ნამუშევრები, ბავშვებისთვის მუშაობს ატრაქციონები.
დილით პატარა კახის სასახლის კარის ეკლესიაში მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც მოსახლეობასთან ერთდ, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ვულოცავ თელაველებს და მთელ საქართველოს მეფე ერეკლეს დაბადების დღეს და თელავქალაქობას, უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ერეკლე იყო მეფე, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს ცივილიზებული განვითარების დასავლური კურსი",- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.