logo_geo
eng_logo
პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან
- +

19 მარტი. 2016. 16:07


პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან. ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც ესწრება.



პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში მისი კომიტეტი პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარუდგენს.



ჩვენ უკვე მზად გვაქვს კანონპროექტი, რომლის ინიცირება სწრაფად გვინდა რომ მოხდეს. ეს ეხება სასჯელის გამკაცრებას და ამავე დროს არსებულ მუხლებში, რომელშიც ცვლილება წინა ხელისუფლების დროს შევიდა და ჩაიწერა, რომ თუ მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა, მაშინ არის დასჯადი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, ეს იყოს ამოღებული. არავითარი მაკვალიფიცირებელი გარემოება დამატებით არ სჭირდება, თუკი ირღვევა ადამიანის ოჯახური და პირადი სივრცე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner