logo_geo
eng_logo
რაზე შეთანხმდა არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერთან შეხვედრისას
- +

19 მარტი. 2016. 16:08


საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება, - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის თარიღსა და სამუშაო პროცესის ვადებზე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.


ასევე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. ინტერპარტიული ჯგუფიდან სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი და გოჩა თევდორაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობიდან  დეპუტატები - გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, პაატა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე და შალვა კიკნაველიძე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩაერთვება მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, რომელიც პროცესის მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მუდმივ ინფორმირებას უზრუნველყოფს.


შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები აღჭურვილნი იქნებიან გადაწყვეტილებების მიღების მანდატით და სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება.


საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს უკვე შემუშავებული აქვთ გარკვეულ წინადადებათა პაკეტი, რომლის განხილვა სამუშაო ჯგუფის პირველსავე სხდომაზე დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner