logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრო ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
- +

7 ნოემბერი. 2016. 18:48


 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს, ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.



ამ თემასთან დაკავშირებით 8 ნოემბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ანა რიაბოშენკო და  კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური გაუძღვებიან.



ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - ვენეციის ბიენალე 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა  „VIVA ARTE VIVA"; კურატორი - ქრისტინ მეისელი.

 

 

„VIVA ARTE VIVA"  კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისდა წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს  ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

 

 

Viva Arte Viva ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენაზე, რაც პოზიტიური და პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ამავე დროს, მიზნად ისახავს  ხელახლა აღმოაჩინოს ისინი, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა ან ისინი, ვინც მათი ნამუშევრების მნიშვნელობისდა მიუხედავად, საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპას, მის აღმოსავლეთ საზღვრებსა და რუსეთს.

 

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის განკუთვნილია 115 კვ.მ ფართობის სივრცე Artiglierie-ს შენობაში, არსენალეს ტერიტორიაზე. გამარჯვებული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს 160 000 ლარს.

 

 

კონკურსზე განაცხადების მიღება 2016 წლის 7 ნოემბრიდან 15 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს. განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mc@culture.gov.ge



დეტალური ინფორმაცია, საკონკურსო პირობებისა და შერჩევის წესის შესახებ ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შერჩევად, იხილეთ შემდეგ ბმულზე:


http://www.culture.gov.ge/getattachment/a736574c-e16c-4f4e-9365-fdea18159814/konkursis_pirobebi_bienale_2017.pdf.aspx


 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner