უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს.
„თუ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შესაბამის წარდგენას შემოიტანს, პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომას მოაწერს ხელს. ამასთან, მოხდება მისი გადაყენებისთვის არსებული რეალური საფუძვლის გაანალიზება", - განაცხადა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.