საქართველოს მთავრობა, ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებიასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. 8 ნოემბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი განცხადებას გააკეთებს.
ქუმსიშვილი ბრიფინგს გამართავს „საქართველოს მთავრობის მიერ ინტერესთა გამოხატვის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერების) ამოქმედების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე".