logo_geo
eng_logo
სირიაში პანკისელი მეომარი დაიღუპა
- +

7 ნოემბერი. 2016. 19:44



სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი, 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტმა საინფორმაციო სააგენტო „პირველს" აცნობა, ხანგოშვილი „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო.


ახმეტის გამგებლის მოადგილის, მათე ქავთარაშვილის განცხადებით, ხანგოშვილი სირიაში 2013 წლიდან იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპული მებრძოლი ასევე პანკისელ საველე მეთაურთან, „ისლამური სახელმწიფოს" ერთერთ ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, იგივე ომარ ალ შიშანთან დაახლოებული პირი იყო. თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 2016 წლის ივლისში.


პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის გარდაცვალების უკვე მეოცე შემთხვევაა. პანკისის ხეობიდან „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძიოლველად სულ ორმოცდაათამდე მამაკაცია წასული.


ე.წ. ისლამური სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და აკრძალულადაა გამოცხადებული მთელ რიგ სახელმწიფოებში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner