logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი აქციის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ
- +

19 მარტი. 2016. 16:38


„გაერთიანებული დემოკრატიულო მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღები პირები უნდა ემხილებინა.


ჩვენ არ მიგვიაღია მონაწილეობა აქციაში. ამ პრობლემაზე გაცილებით უფრო დიდ ხნით ადრე ვსაუბრობდით და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ამ საკითხს კარგად არ მიუდგა. მიუღებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იქნას გადაღებული და შემდეგ გასაჯაროებული, მაგრამ ვთვლით, რომ ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განხილულიყო. ხელისუფლებას კადრები კი არ უნდა გაენადგურებინა, ვინც ეს გადაიღო, ისინი უნდა ემხილებინათ. უნდა შეექმნათ პირობები, რომ საქართველოდან დუბლიკატები არ გასულიყო. ნაცვლად ამისა, ფლეშმობები გაიმართა. ცივილიზებულ სამყაროში, პირადი ცხოვრების კადრების გადაღება მიუღებელია. დაგმობა საქმეს არ შველის, ქმედებაა საჭირო, რაც არ ახასიათებს ხელისუფლებას და რაც არის ცუდი", - განაცხადა ბარამიძემ „პირWელთან" საუბარში.


ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი აქციის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, რადგან მისი თქმით, მათ ქვეყანაში არეულობა აწყობთ.


საზოგადოება აქციაზე არ მივიდოდა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ. თუ ვინმეს აწყობს არეულობა, ეს მათ აწყობთ. ხელს ვერავის ვადებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. წარსულისკენ ხელის გაშვერა აღარ მუშაობს, ვიცით, რომ საზიზღრობის უკან წინა ხელისუფლება დგას, თუმცა დღევანდელს სათანადო პასუხი არ მოუთხოვია. საზოგადოება იმდენად აღშფოთებულია, რომ დღეს 200 კინკილა კაციც კი არ გამოვიდა აქციაზე, რადგან მომაბეზრებელია, თავყრილობა როგორც შუქდება და როგორი შეფასებებიც ეძლევა, რაც გამაღიზიანებელია ხალხისთვის", - განაცხადა ბარამიძემ „პირWელთან" საუბარში.


თბილისში აქცია „ეს შენ გეხება" გაიმართა. აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამნაშავეებმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხი უნდა აგონ. აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. მასში მონაწილეობა დაახლოებით, 200-300 ადამიანმა მიიღო. აქცია ერთი კვირით ადრე იყო დაანონსებული და ქალაქის ქუჩებში, აქციაზე დასასწრებად მოწოდებები ვრცელდებოდა.


აქციაში მონაწილეობა ძირითადად, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა მიიღეს.


დედაქალაქის გარდა აქცია, პარალელურად, რამდენიმე რეგიონში გაიმართა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner