Fox news-ს გამოკითხვით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი მის მოწინააღმდეგეს რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპს 4 %-ით უსწრებს.
შედეგების თანახმად, კლინტონის მხარდასაჭერად მზადაა გამოკითხულთა 48 %, ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობა კი 44 %-ია. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.