„როდესაც გოდერძის გაუჭირდა, საოპერაციო იყო, თქვენ ვერ შესძელით მისთვის გეპატრონათ, რადგან ფული იყო საჭირო, რომელიც ვერ გაიმეტეთ",- ამ სიტყვებით ტელეკომპანია „იბერიის" ეთერიდან მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ აღნიშნულმა პარტიამ „ერთ გოდერძის ვერ მოუარა".
„სხვათაშორისმახსოვს, ბატონო შალვა თქვენ როდესაც პარტია ჩამოაყალიბეთ გოდერძი ჩოხელი გყავდათ წაყვანილი. როდესაც გოდერძის გაუჭირდა, საოპერაციო იყო, თქვენ ვერ შესძელით მისთვის გეპატრონათ, რადგან ფული იყო საჭირო, რომელიც ვერ გაიმეტეთ. აი, ვისაც თქვენ ებრძვით, ბატონ ბიძნას, მაშინ რომ ყოფილიყო მას გადაარჩენდა. თქვენმა პარტიამ ერთ გოდერძის ვერ მოუარა. თქვენ საერთოდ რაზე ლაპარაკობთ",- განაცხადა ბადურაშვილმა.