logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: 7 ნოემბერი არის თარიღი, რომელიც საზოგადოებას არასოდეს დაავიწყდება!
- +

7 ნოემბერი. 2016. 22:45



„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ 7 ნოემბერი არის თარიღი, რომელიც საზოგადოებას არასოდეს დაავიწყდება. თალაკვაძემ ასევე ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ 7 ნოემბერს პოზიციები უკვე სხვა ქვეყანაში დაკარგა ქვეყნიდან წასულმა გუნდმა, რომელმაც ზუსტად 9 წლის წინ საკუთარი მოსახლეობის ნდობა დაკარგა.

 

 

„ეს არის დღე, როცა სახელმწიფომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და 500-ზე მეტ ადამიანს სახელმწიფო არაპროპორციული ძალით მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ მათ პროტესტი გამოხატეს. ამ ადამიანების დევნა აქციების დარბევის შემდეგაც გაგრძელდა და 100-ზე მეტი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით პასუხისგებაში მიეცა. შეუძლებელია დაგვავიწყდეს, რომ 9 წლის წინ, ამ დღეს სახალხო დამცველიც სცემეს, რომელიც აქციას აკვირდებოდა, როგორც ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი. ეს იყო ანგარიშსწორება ადამიანთან, რომელიც ადამიანის უფლებებს პრინციპულად იცავდა.

 

ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებებს დაიცავდნენ, რეფორმებს ჩაატარებდნენ და ქვეყანას ფეხზე დააყენებდნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, მათი „მისია" კრახით დასრულდა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მათი მოღვაწეობიდან რამდენიმე თვეში უკვე სახეზე იყო მოსახლეობის უკმაყოფილება და მძიმე ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით. ალბათ, დაასკვნეს, რომ სულ მალე პოზიციების იძულებით დათმობა მოუწევდათ, მოვლენებს რამდენიმე დღით დაასწრეს და თანამდებობები დატოვეს. თუ არ შეგიძლია, უანგაროდ ემსახურო საკუთარ ქვეყანას და დაიცვა საკუთარი მოქალაქეების უფლებები, ამას მითუმეტეს ვერ გააკეთებ სხვა ქვეყნისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის", - განაცხადა თალაკვაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner