„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, 4 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" რეფორმების ერთი ნაწილი წარმატებით განახორციელა, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.
„ისტორიულად, ჩვენ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და თუ საქართველოს რეგიონში რამით შეუძლია პოზიციონირება, ეს სწრაფი და ეფექტური რეფორმებია. 4 წლის განმავლობაში, რეფორმების ერთ ბლოკი წარმატებით შევასრულეთ. დღეს კი, სწრაფი ეკონომიკური განვითარების დროა, რაც კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში მოიტანს. რომ არა ის რეფორმები, რაც გატარდა, დღეს ეკონომიკაზე საუბარი ვერ იქნებოდა, რადგან ეკონომიკა ადამიანის უფლებებზე, კერძო საკუთრების უფლებაზე და სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობაზე დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოების არჩევანი და მოლოდინი გამართლდეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.