ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ „ქრონიკის" ეთერში 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა. როგორც აბდალაძე აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობას აღნიშნული დღე არასდროს დაავიწყდება და სამართალს ვერავინ გაექცევა. აბდალაძემ ასევე, ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ „7 რიცხვი სიმბოლურია".
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას არასდროს დაავიწყდება 7 ნოემბერი. არასდროს არ დაავიწყდება ის პოლიცია, რომელიც გინებით დადიდა ქუჩებში და საკუთარ მოსახლეობას არბევდა. არასდროს დაავიწყდებათ ის ადამიანები ვინც ბრძანება გასცეს, რომ ეს ყველაფერი ჩაედინათ. დრო სჭირდება ყველაფერს და აუცილებლად აგებენ პასუხს.
7 რიცხვი სიმბოლურია. დღეს ე.წ. ოდესის გუბერნატორი უკვე თანამდებობაზე აღარ არის და ვფიქრობ, რომ დასაწყისია იმ გაგრძელების რაც იქ ოდესაში მოელის და მერე აქ. ასე ირბენენ აღმა-დაღმა, მაგრამ სამართალს ვერასდროს გაექცევიან",- განაცხადა აბდალაძემ.