ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სიმბოლურია, მიხეილ სააკაშვილს გადადგომა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან 7 ნოემბერს, რომ მოუხდა. სუბარის განცხადებით, რომ არ ყოფილიყო აგვისტოს ომი, მას გაცილებით ადრე მოუწევდა წასვლა.
„დღეს მოხსნეს თანამდებობიდან, თუ გადადგომით დაასწრო, რა მნიშვნელობა აქვს, მთლიანობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბრის პოლიტიკური ფასი გადაიხადა. სააკაშვილმა მაშინ ვერ შეინარჩუნა თანამდებობა, გადადგომა მოუხდა, სწორედ დღევანდელ დღეს 7 ნოემბერს და დღეს განმეორდა სხვა ქვეყანაში ეს მოვლენა. მაშინ რომ არ ყოფილიყო აგვისტოს ომი , მას გაცილებით ადრე მოუწევდა წასვლა",-აღნიშნა სუბარმა.