logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: მინდა მივულოცო უკრაინის მთავრობას
- +

8 ნოემბერი. 2016. 01:26



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გია ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟორჟოლიანის განცხადებით, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დიდხანს ამყოფეს, მაგრამ მივიდნენ მისი გადაყენების დასკვნამდე.


მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი არ არის საქართველოს პოლიტიკის მთავარი მოქმედი პირი.


სააკაშვილი არ არის საქართველოს პოლიტიკის ფიგურანტი, არ ვიცი და არ მაინტერესებს იქ რას გააკეთებს. საქართველოში სააკაშვილი არის ბრალდებული, სამართალდამცავი ორგანოები უნდა მოიქცნენ შესაბამისად. თუ ის საქართველოში ჩამოვა, ჩვენი სამართალდამცავები მის კომპეტენციაში არსებულ მექანიზმებს გამოიყენებენ. სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ამდენი ხანი ამყოფეს, მაგრამ დაინახეს და მივიდნენ ამ დასკვნამდე. მინდა მივულოცო უკრაინის მთავრობას", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner