logo_geo
eng_logo
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გამანაწილებელი რეაბილიტირდება
- +

8 ნოემბერი. 2016. 01:55



გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-40-ის გამანაწილებელი რეაბილიტირდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 900 000 ლარია. არხის 22კმ-იანი მონაკვეთი აღდგება და 5 სოფლის მოსახლეობა საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს.


სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.


580 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად აღდგენილი გამანაწილებელი არხის მომსახურებით სარგებლობას მოსახლეობა 2017 წლისთვის შეძლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner