logo_geo
eng_logo
შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო
- +

8 ნოემბერი. 2016. 10:24



შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.



სამართალდამცველებმა ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 0,6344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც 0,0537 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია მეტადონის შემცველი 8 აბი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner